2025-06-20
კონფერენცია „ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში“
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა მონაწილეობა მიიღო „საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში სახელწოდებით „ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში“.
ღონისძიებაზე განხილული იყო საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის კვლევა, გადამცემი ქსელის განვითარება და ბაზრის რეფორმა. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან პროექტს, როგორიცაა ელექტროენერგიის დამაგროვებელი ბატარეების პროექტი, რომელსაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს. ღონისძიების ფარგლებში, სსე-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ წარადგინა პრეზენტაცია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესახებ.
კონფერენციას ესწრებოდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და ენერგეტიკისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.



