ახალი ამბები

2025-09-12 

ყვარლისა და თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის ფარგლებში, ყვარლისა და თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა.

მოსწავლეები სსე-ის სათავო ოფისში განთავსებულ ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრს ესტუმრნენ და გაეცნენ მისი მუშაობის ძირითად პრინციპებს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოსისტემის გამართულ მუშაობაზე. მოსწავლეებს პრეზენტაციები ჩაუტარდათ, როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით, ასევე ზოგადი ენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის წყაროების, ენერგოეფექტურობისა და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობის შესახებ.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2016 წლიდან ატარებს შემეცნებით ტურებს თბილისისა და რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის, რაც, პირველ რიგში, ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესებას ემსახურება.

kvarlisa-da-telavis-sajaro-skolebis-moswavleebi-sseSi-9-small.jpgkvarlisa-da-telavis-sajaro-skolebis-moswavleebi-sseSi-2-small.jpgkvarlisa-da-telavis-sajaro-skolebis-moswavleebi-sseSi-3-small.jpgkvarlisa-da-telavis-sajaro-skolebis-moswavleebi-sseSi-4-small.jpgkvarlisa-da-telavis-sajaro-skolebis-moswavleebi-sseSi-5-small.jpgkvarlisa-da-telavis-sajaro-skolebis-moswavleebi-sseSi-7-small.jpgkvarlisa-da-telavis-sajaro-skolebis-moswavleebi-sseSi-8-small.jpgkvarlisa-da-telavis-sajaro-skolebis-moswavleebi-sseSi-6-small.jpgkvarlisa-da-telavis-sajaro-skolebis-moswavleebi-sseSi-1-small.jpg

კომუნიკაცია