ახალი ამბები

2025-06-24 

რეზისტორების პროექტი

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ წარმატებით დაასრულა რეზისტორების პროექტი, რომელიც გულისხმობს რეზისტორების გამოყენებით იზოლირებული ნეიტრალური ქსელიდან დამიწებულ ქსელზე გადასვლას.

პროექტის განხორციელებამდე, იზოლირებული ქსელის პირობებში, შეუძლებელი იყო კონკრეტული დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღმოჩენა, რის გამოც ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდებოდა სალტეზე მიერთებული ყველა მინაერთის გამორთვა, რაც იწვევდა მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვას.

რეზისტორების მონტაჟი უზრუნველყოფს 500/220 კვ ქვესადგურებში 6/10/35 კვ სალტეზე მიერთებული ელექტროგადამცემი ხაზების შეუფერხებელ და საიმედო მუშაობას, რაც აუცილებელია ენერგოსისტემის სტაბილურობისა და მომხმარებლების უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგებისთვის.

ახალი მოწყობილობები აღჭურვილია რეზისტორების მონიტორინგის სისტემით, რომელიც მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფს რეზისტორის მდგომარეობის კონტროლს, რაც საბოლოო ჯამში აისახება მათ ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ რეზისტორების მონტაჟი საკუთარი ძალებით, ჯამში 15 ქვესადგურში განახორციელა.

Resistors L 7.jpgResistors L 1.jpgResistors L 4.jpgResistors L 5.jpgResistors L 6.jpgResistors L 3.jpg

კომუნიკაცია