2025-09-19
სამუშაო შეხვედრა Larsen & Toubro Limited-ის წარმომადგენლებთან
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი სამშენებლო კომპანია Larsen & Toubro Limited-ის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა იყო ელექტროგადამცემი ხაზების „ლაჯანური-წყალტუბო“, „ნამახვანი-წყალტუბო“ და „ნამახვანი-ტვიში-ლაჯანური“ და „ახალი ლაჯანური-ლაჯანური ჰესი“ მშენებლობის პროექტი, რომელსაც კომპანია Larsen & Toubro Limited ახორციელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობაზე და სამომავლოდ დაგეგმილ სამუშაოებზე, რომელიც სამშენებლო კომპანიას პროექტის განსაზღვრულ ვადებში დასრულებაში დაეხმარება.
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტის მიზანია, რაჭა-ლეჩხუმის პერსპექტიული ჰესების ინტეგრაცია ქსელში, გადამცემი ქსელის გაუმჯობესება და საიმედოობის ამაღლება.
პროექტის განხორციელების შედეგად, შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის უზრუნველყოფა იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, გაიზრდება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი.
აღნიშნულ პროექტს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის“ (ENIP) ფარგლებში ახორციელებს, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით.







