ახალი ამბები

2025-04-10 

სამუშაო შეხვედრა EirGrid-ის წარმომადგენლებთან

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა გიორგი ამუზაშვილმა სამუშაო შეხვედრები გამართა ირლანდიის გადამცემი სისტემის ოპერატორის EirGrid-ის წარმომადგენლებთან. შეხვედრები ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) ეგიდით გაიმართა და მიზნად ისახავდა საქართველოსა და ირლანდიას შორის ელექტროენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
მხარეებმა ისაუბრეს სისტემაში განახლებადი ენერგიების ინტეგრაციის გამოწვევებსა და ხელშემწყობ ფაქტორებზე. ასევე, სისტემის საიმედოობის, გადამცემი ქსელის მართვის და თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, HVDC სისტემების ინტეგრაციის საკითხებზე.
ღონისძიების ფარგლებში, სსე-ის დელეგაციის წევრებმა წარადგინეს პრეზენტაცია კომპანიის საქმიანობისა და, ზოგადად, საქართველოს ელექტრული სისტემის შესახებ და უცხოელ კოლეგებს გააცნეს ოპერირების და დისპეტჩერიზაციის პრაქტიკა.
ვიზიტის ფარგლებში სსე-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს CIGRE-ს ახალგაზრდა ინჟინერთა ასოციაციის საერთაშორისო კომიტეტის შეხვედრაში, რომელსაც დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, გერმანიის, ნორვეგიის, იტალიის, საბერძნეთის, ბელგიის და სხვა ქვეყნების 20-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
CIGRE საქართველოს ეროვნული კომიტეტი 2018 წელს სწორედ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინიციატივით დაფუძნდა. სსე-ის დელეგატები აქტიურად თანამშრომლობენ უცხოელ კოლეგებთან და ჩართულნი არიან საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე ინოვაციურ კვლევით პროცესებში.

rsz_1487716412_1069844718499056_6837860417312202742_n.jpg

კომუნიკაცია