ახალი ამბები

2025-07-11 

სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალპარსლან ბაირაქტარის სამუშაო შეხვედრაში.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე და თურქეთის ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები.
მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, ასევე იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.
„დავსახეთ ახალი გეგმები, თუ როგორ განვავითაროთ საერთო გეგმა-გრაფიკით არსებული ელექტროგადამცემი ხაზები იმისთვის, რომ გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის გამტარობა. ეს, რა თქმა უნდა, გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის შესაძლებლობას და საქართველო გააუმჯობესებს როგორც ტრანზიტის, ისე ექსპორტის მაჩვენებლებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამჟამად საქართველოსა და თურქეთს ენერგეტიკულად 400 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „მესხეთი" აკავშირებს, რომლის საშუალებითაც ორი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემები ექსპორტ-იმპორტს ახორციელებენ.

Turkey visit 1.jpgTurkey visit 2.jpgTurkey visit 3.jpgTurkey visit 4.jpgTurkey visit 5.jpg

კომუნიკაცია