2025-10-23
სემეკის საიუბილეო ღონისძიება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი და დირექტორთა საბჭოს წევრები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 28-ე საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ.
კონფერენციის თემას წარმოადგენდა „მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შედეგები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებაში“. სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შედეგებზე, ყურადღება გაამახვილა მარეგულირებელი კომისიის როლსა და მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლები.












