2025-09-17
შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სსე-ში მიმდინარე ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების პროექტთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განხილვა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ტენდერის მიმდინარეობა, პოზიტიურად შეაფასეს ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიების აქტიურობა და ხაზი გაუსვეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებისთვის პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგის მნიშვნელობას.
ენერგიის დამაგროვებელი ბატარეები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს გადამცემი სისტემის მდგრადობისთვის, უზრუნველყოფს მზისა და ქარის სადგურების ინტეგრაციის ლიმიტების გაზრდას და ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას.








