2025-09-05
შეხვედრა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის დარგის განვითარების პოლიტიკაზე, მიზნებსა და ამოცანებზე, დაგროვილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა ამ პროცესში სახელმწიფო და კერძო სექტორის კოორდინირებული საქმიანობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებს დარგის განვითარების მიმართულებით უწყების ხედვა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნო, ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მიმდინარეობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენერგეტიკის სექტორს განახლებული გუნდი წარუდგინა - მოადგილე ინგა ფხალაძე და ენერგეტიკული უწყებების ახალი ხელმძღვანელები.
ღონისძიება „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა როგორც სახელმწიფო უწყებების და კერძო კომპანიების ხელმძღვანელებმა, ასევე დარგის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მიიღეს.










