2025-11-24
შეხვედრა სომხეთის „ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის“ ხელმძღვანელთან
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი სომხეთის „ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის” გენერალურ დირექტორს, ნარეკ აპიტონიანს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავება და თანამშრომლობის ახალი ფორმატის განსაზღვრა წარმოადგენდა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, მიმოიხილეს მიმდინარე პროექტები, არსებული გამოწვევები და ის მიმართულებები, რომელთა გაძლიერება ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
კონსტრუქციულმა დიალოგმა საფუძველი მისცა ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების ახალ ეტაპს. შეხვედრის დასასრულს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორმხრივი პარტნიორობის მნიშვნელობას.




