2025-09-19
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მენეჯმენტი ქვესადგურს „ჯვარი 500“ ეწვია
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი, ენერგეტიკოსის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარე სსე-ის კუთვნილ ქვესადგურს „ჯვარი 500“ ეწვია.
ქვესადგურის თანამშრომლებს მიულოცა პროფესიული დღე და მადლობა გადაუხადა ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში გაწეული სამსახურისთვის.
სსე-ის გენერალურმა დირექტორმა დაათვალიერა ქვესადგური, მისი შემადგენელი ნაწილები, 500/200 კვ უჯრედები, სააკუმულატორო და მართვის ფარი. ქვესადგურს ვანო ზარდიაშვილთან ერთად ასევე ეწვივნენ დირექტორი პროექტების მართვის საკითხებში რუსუდან შამუგია და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლები.
„ჯვარი 500“ ქვეყნის ენერგომომარაგებისთვის ერთ-ერთი საკვანძო ქვესადგურია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ჰესებიდან ელექტროენერგიის უსაფრთხო გატანას საქართველოსა და თურქეთის მიმართულებით, შედეგად უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.















