ახალი ამბები

2025-10-01 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრს კურსდამთავრებულთა საიუბილეო ნაკადი ჰყავს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრი 2025 წელს საქმიანობის საიუბილეო მე-20 წელს აღნიშნავს. სსე-ის ახალგაზრდა ინჟინერთა სწავლება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამამ სტუდენტთა პირველი ნაკადი 2005 წელს მიიღო. წელს სასწავლო ცენტრს 16 კურსდამთავრებული ჰყავს.

ახალგაზრდა ენერგეტიკოსებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი შეხვდა, მიულოცა მათ კურსის წარმატებით დასრულება, გადასცა სერტიფიკატები და სსე-ში დასაქმების პერსპექტივაზე ესაუბრა.

„დღითი დღე იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში და ენერგეტიკის სფეროს გაძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა, პროფესიონალი ენერგეტიკოსების აქტიური ჩართულობა“- აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს სხვა წევრების მონაწილეობით წარიმართა. მათ ახალგაზრდებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს და კომპანიაში მათი სხვადასხვა მიმართულებით დასაქმების ინტერესი გამოთქვეს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" ინჟინერთა სწავლება-გადამზადების პროგრამის არსებობის 20 წლის განმავლობაში სასწავლო ცენტრი ახალ ნაკადს ყოველწლიურად იღებს და ახალგაზრდა ენერგეტიკოსებს შესაძლებლობას აძლევს, კვალიფიკაცია აიმაღლონ სამომავლო დასაქმების პერსპექტივით. ამ წლების განმავლობაში პროგრამა 318 სტუდენტმა გაიარა, მათგან 80%-ზე მეტი კომპანიაში დასაქმდა.

პროგრამის მიზანია კომპანიის ახალი, კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა და ახალგაზრდა თაობაში არამხოლოდ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლება, არამედ ზოგადად ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაცია.

sse-s-saswavlo-centrs-kursdamtavrebulta-saiubileo-nakadi-hyavs-1-small.jpgsse-s-saswavlo-centrs-kursdamtavrebulta-saiubileo-nakadi-hyavs-2-small.jpgsse-s-saswavlo-centrs-kursdamtavrebulta-saiubileo-nakadi-hyavs-3-small.jpgsse-s-saswavlo-centrs-kursdamtavrebulta-saiubileo-nakadi-hyavs-4-small.jpgsse-s-saswavlo-centrs-kursdamtavrebulta-saiubileo-nakadi-hyavs-5-small.jpgsse-s-saswavlo-centrs-kursdamtavrebulta-saiubileo-nakadi-hyavs-6-small.jpgsse-s-saswavlo-centrs-kursdamtavrebulta-saiubileo-nakadi-hyavs-7-small.jpgsse-s-saswavlo-centrs-kursdamtavrebulta-saiubileo-nakadi-hyavs-8-small.jpgsse-s-saswavlo-centrs-kursdamtavrebulta-saiubileo-nakadi-hyavs-9-small.jpgsse-s-saswavlo-centrs-kursdamtavrebulta-saiubileo-nakadi-hyavs-10-small.jpgsse-s-saswavlo-centrs-kursdamtavrebulta-saiubileo-nakadi-hyavs-11-small.jpgsse-s-saswavlo-centrs-kursdamtavrebulta-saiubileo-nakadi-hyavs-12-small.jpgsse-s-saswavlo-centrs-kursdamtavrebulta-saiubileo-nakadi-hyavs-13-small.jpgsse-s-saswavlo-centrs-kursdamtavrebulta-saiubileo-nakadi-hyavs-14-small.jpgsse-s-saswavlo-centrs-kursdamtavrebulta-saiubileo-nakadi-hyavs-15-small.jpg

კომუნიკაცია