2025-12-08
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მსოფლიო ბანკის მისიას უმასპინძლა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, „ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის“ ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მისიას უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, დირექტორთა საბჭოს წევრი, დირექტორი პროექტების მართვის საკითხებში რუსუდან შამუგია, კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მსოფლიო ბანკის ენერგეტიკის უფროს სპეციალისტს ფლორიან კიტს და ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის ჩართულობით მიმდინარე პროექტების პროგრესი და მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
მისიის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა, კონტრაქტორი და ზედამხედველი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, წყალტუბოსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე დაათვალიერეს 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-წყალტუბოს“ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები.











