ახალი ამბები

2025-12-13 

ეგხ „სტორი ჰესი-ახალი თელავი“ მშენებლობის ხელშეკრულების ხელმოწერა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და შპს „სტორის“ დამფუძნებელმა ვაჟა ციგროშვილმა კახეთში მშენებარე ჰიდროელექტროსადგური „სტორი ჰესი“ და ელექტროგადამცემი ხაზის „სტორი ჰესი - ახალი თელავი“ მშენებლობის ტერიტორია დაათვალიერეს.

ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და კომპანია Mitaş Energy and Metal Construction Inc.-ის წარმომადგენელმა ბარიშ ელბასიოღლუმ ხელი მოაწერეს განახლებულ ხელშეკრულებას 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „სტორი ჰესი - ახალი თელავი“ მშენებლობის შესახებ. აღნიშნული პროექტის თავდაპირველი ღირებულება 12 500 000 ევროს შეადგენდა, ახალი დოკუმენტის მიხედვით ხელშეკრულების ღირებულება 3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

110 კვ ელექტროგადამცემი ხაზი ,,სტორი ჰესი - ახალი თელავი" ,,სტორი ჰესს“ დააკავშირებს ქვესადგურთან „ახალი თელავი“, შედეგად მოხდება დაახლოებით 47.6 მგვტ სიმძლავრის ინტეგრირება ელექტროგადამცემ ქსელში.

კახეთის რეგიონში აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მკვეთრად გაზრდის ელექტროგადამცემი ქსელის სტაბილურობას და გააუმჯობესებს აღმოსავლეთ საქართველოს ელექტროენერგეტიკულ გამტარუნარიანობას. პროექტი განხორციელდება „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის“ (ENIP) ფარგლებში, KfW-ს განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი.

storihesi-axalitelavi-mSeneblobis-xelSekrulebis-xelmowera-1-small.jpgstorihesi-axalitelavi-mSeneblobis-xelSekrulebis-xelmowera-2-small.jpgstorihesi-axalitelavi-mSeneblobis-xelSekrulebis-xelmowera-3-small.jpgstorihesi-axalitelavi-mSeneblobis-xelSekrulebis-xelmowera-4-small.jpgstorihesi-axalitelavi-mSeneblobis-xelSekrulebis-xelmowera-5-small.jpgstorihesi-axalitelavi-mSeneblobis-xelSekrulebis-xelmowera-6-small.jpgstorihesi-axalitelavi-mSeneblobis-xelSekrulebis-xelmowera-7-small.jpgstorihesi-axalitelavi-mSeneblobis-xelSekrulebis-xelmowera-8-small.jpgstorihesi-axalitelavi-mSeneblobis-xelSekrulebis-xelmowera-9-small.jpg

კომუნიკაცია