ახალი ამბები

2025-09-23 

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. სტუდენტები ეწვივნენ ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრს, გაეცნენ მისი მუშაობის პრინციპებს და დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოსისტემის გამართულ მუშაობაზე.

სტუდენტებს პრეზენტაციები სსე-ის საერთაშორისო პროექტებისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ კუკავამ და ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის ოპერატიული მართვის სამსახურის უფროსმა გოჩა გიორგანაშვილმა ჩაუტარეს, როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით, ასევე ზოგადი ენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის წყაროების, ენერგოეფექტურობისა და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობის შესახებ.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2016 წლიდან ატარებს შემეცნებით ტურებს თბილისსა და რეგიონებში, რაც, პირველ რიგში, ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესებას ემსახურება. სსე ორიენტირებულია, მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები.

sxvadasxva-universitetis-studentebi-sse-Si-1-small.jpgsxvadasxva-universitetis-studentebi-sse-Si-2-small.jpgsxvadasxva-universitetis-studentebi-sse-Si-3-small.jpgsxvadasxva-universitetis-studentebi-sse-Si-4-small.jpgsxvadasxva-universitetis-studentebi-sse-Si-5-small.jpgsxvadasxva-universitetis-studentebi-sse-Si-6-small.jpgsxvadasxva-universitetis-studentebi-sse-Si-7-small.jpgsxvadasxva-universitetis-studentebi-sse-Si-8-small.jpgsxvadasxva-universitetis-studentebi-sse-Si-9-small.jpg

კომუნიკაცია