2025-10-22
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის 2025“ გახსნითი ცერემონია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. გახსნით პანელში მონაწილეობა მიიღეს რეგიონის ქვეყნების მთავრობის ხელმძღვანელებმა - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა.
ღონისძიებას დაესწრო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი.
ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით ტარდება. მისი განცხადებით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ღონისძიება ამჯერადაც წარმომადგენლობითი და სექტორულად მრავალფეროვანია და გლობალურ ლიდერებთან ერთად, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტ დელეგატს მასპინძლობს.






