ახალი ამბები

2025-12-15 

ვანო ზარდიაშვილი „ეკონომიკური ფორუმის" დისკუსიას დაესწრო

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი დაესწრო „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიას, თემაზე „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და მოლოდინები“.

ღონისძიებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ ისაუბრა ქვეყნის ენერგეტიკულ პოლიტიკაზე და დარგის განვითარების ხედვაზე. საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორში მსხვილი პროექტების მიმდინარეობას, განსაკუთრებულად აღინიშნა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა, რომლის განვითარებაზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე, ენერგოეფექტურობის გაძლიერება, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია.

ღონისძიებას მოდერაცია გაუწია „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა. სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.

vano-zardiaSvili-ekonomikuri-forumis-diskusias-daeswro-1-small.jpgvano-zardiaSvili-ekonomikuri-forumis-diskusias-daeswro-2-small.jpgvano-zardiaSvili-ekonomikuri-forumis-diskusias-daeswro-3-small.jpgvano-zardiaSvili-ekonomikuri-forumis-diskusias-daeswro-4-small.jpgvano-zardiaSvili-ekonomikuri-forumis-diskusias-daeswro-5-small.jpgvano-zardiaSvili-ekonomikuri-forumis-diskusias-daeswro-6-small.jpgvano-zardiaSvili-ekonomikuri-forumis-diskusias-daeswro-7-small.jpgvano-zardiaSvili-ekonomikuri-forumis-diskusias-daeswro-8-small.jpgvano-zardiaSvili-ekonomikuri-forumis-diskusias-daeswro-9-small.jpg

კომუნიკაცია