2026-04-06
შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ენერგეტიკის მთავარ სპეციალისტ ადნან ტარენს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ელექტროენერგიის დამაგროვებელი ბატარეების სისტემის (BESS) პროექტთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, მათ შორის პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ტენდერის მიმდინარეობა, რომელიც დასრულების ეტაპზეა.
მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, იმსჯელეს ერთობლივი საქმიანობის პერსპექტივებსა და განვითარების გზებზე.
ელექტროენერგიის დამაგროვებელი ბატარეები განთავსდება დახურული ტიპის ლითონის კონსტრუქციებში ქვესადგურის „ქსანი 500”-ის გვერდით. დამაგროვებელი ბატარეები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს გადამცემი სისტემის მდგრადობისთვის, უზრუნველყოფს მზისა და ქარის სადგურების ინტეგრაციის ლიმიტების ზრდას და ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.










