ახალი ამბები

2026-05-08 

აზიის განვითარების ბანკმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მადლობის სიგელი გადასცა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურ დირექტორს ვანო ზარდიაშვილს აზიის განვითარების ბანკის ენერგეტიკის სექტორის დირექტორმა ჯუნჰო ჰვანგმა, სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ დამაგროვებელი ბატარეების პროექტის ეფექტიანად განხორციელებისა და სატენდერო პროცესის შეუფერხებელი მართვისთვის, მადლობის სიგელი გადასცა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ელექტროენერგიის დამაგროვებელი ბატარეების სისტემის (BESS) პროექტი, რომელსაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. საუბარი შეეხო ტენდერის შედეგებს და პროექტის ფარგლებში სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებს.
სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ სატენდერო წინადადებების ობიექტურად, გამჭვირვალედ და დონორი ორგანიზაციის წესებისა და პროცედურების სრული დაცვით განხილვის შედეგად გამოვლინდა პროექტის მოსალოდნელ ღირებულებასთან შედარებით 43%-ით ნაკლები ფინანსური რესურსით განხორციელების შესაძლებლობა, რაც დაზოგილი თანხის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების მიმართულებით ეფექტიანად გამოყენების საშუალებას იძლევა.
აღინიშნა, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მხრიდან პროცესების სწორმა კოორდინაციამ და სათანადო ზედამხედველობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროექტის პროგრესისა და დაგეგმილ ვადებში განხორციელების მიმართულებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ADB-ის ენერგეტიკის მთავარი სპეციალისტი ადნან ტარენი და სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი პროექტების მართვის საკითხებში რუსუდან შამუგია.

adb-m-sse-s-madlobis-sigeli-gadasca-1-small.jpgadb-m-sse-s-madlobis-sigeli-gadasca-2-small.jpgadb-m-sse-s-madlobis-sigeli-gadasca-3-small.jpgadb-m-sse-s-madlobis-sigeli-gadasca-4-small.jpgadb-m-sse-s-madlobis-sigeli-gadasca-5-small.jpgadb-m-sse-s-madlobis-sigeli-gadasca-6-small.jpgadb-m-sse-s-madlobis-sigeli-gadasca-7-small.jpg

კომუნიკაცია