ახალი ამბები

2026-02-06 

ბუქარესტის ენერგეტიკული ფორუმი

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ მონაწილეობა მიიღო ქალაქ ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმში „შავი ზღვის ენერგეტიკული კვირეული 2026".

პანელურ დისკუსიაში, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, რუმინეთის ენერგეტიკული სექტორისა და ევროკავშირის წარმომადგენლები, განხილული იქნა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის პერსპექტივები ორმხრივი ინტერესის პროექტების (PMI) სტატუსის მიღების შემდეგ, სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

სიტყვით გამოსვლისას, ზვიად გაჩეჩილაძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს როლზე აღნიშნული პროექტის განვითარების მიმართულებით და ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას საქართველოს ენერგეტიკის განვითარებისთვის, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების, ევროპასთან ენერგეტიკული დაკავშირებადობის, განახლებადი ენერგიების ათვისებისა და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის კუთხით.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას.

bukarestis-energetikuli-forumi-6-small-smallbukarestis-energetikuli-forumi-1-small.jpgbukarestis-energetikuli-forumi-2-small.jpgbukarestis-energetikuli-forumi-3-small.jpgbukarestis-energetikuli-forumi-4-small.jpgbukarestis-energetikuli-forumi-5-small.jpg

კომუნიკაცია