ახალი ამბები

2026-02-19 

„მდგრადობისა და ფინანსების ფორუმი 2026“

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ მონაწილეობა მიიღო სტამბოლის საერთაშორისო ღონისძიებაში „მდგრადობისა და ფინანსების ფორუმი 2026.“

ფორუმზე პანელური დისკუსიის მთავარი თემა იყო საქართველოს მიერ მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირთან დამაკავშირებელი ინტერკონექტორების განვითარების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები.

ზვიად გაჩეჩილაძე მოხსენებით წარსდგა სესიაზე „მწვანე პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება ელექტროენერგიის ქსელისა და ინტერკონექტორების მოდერნიზაცია’’. ყურადღება გაამახვილა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საკვანძო როლზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის, ასევე თურქეთის გავლით მწვანე ენერგიის სახმელეთო დერეფნის და კასპიის ზღვა-შავი ზღვის მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტების განხორციელების პროცესში.

აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონული ენერგეტიკული ინტეგრაციის გაღრმავებას, ელექტროენერგიის ბაზრის გაფართოებასა და საქართველოს, როგორც სატრანზიტო და სტრატეგიული ენერგეტიკული ჰაბის პოზიციის გაძლიერებას.

ფორუმი „გაერთიანებული სამეფოს ბიზნესისა და ვაჭრობის დეპარტამენტის“ მასპინძლობითა და „გაერთიანებული სამეფოს ექსპორტის ფინანსური სააგენტოს“ მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს გაერთიანებული სამეფოს, თურქეთის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და ბალკანეთის ქვეყნების პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოებსა და მსხვილი პროექტების განმახორციელებელ კომპანიებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას.

mdgradobisa-da-finansebis-forumi-2026-1-small.jpgmdgradobisa-da-finansebis-forumi-2026-3-small.jpgmdgradobisa-da-finansebis-forumi-2026-4-small.jpgmdgradobisa-da-finansebis-forumi-2026-2-small.jpg

კომუნიკაცია