2026-06-05
მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორი ვანო ზარდიაშვილი, მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია.
მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს განათლების, მეცნიერებისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, პრაქტიკული უნარების გაძლიერებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას და ენერგეტიკის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადების პროცესის მხარდაჭერას.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დარგში კვალიფიციური და მოთხოვნადი სპეციალისტების მომზადების აუცილებლობას, სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობების გაფართოებასა და სტაჟირების პროგრამების განვითარებას.
შეხვედრის მონაწილეების შეფასებით, მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტს, საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
სტუმრებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიები დაათვალიერეს და გაეცნენ სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურას.













