ახალი ამბები

2026-01-30 

მსოფლიო ბანკის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონული დირექტორი ჩარლზ კორმიერი და სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა.
მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები. საუბარი შეეხო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს და მიღწეულ პროგრესს, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის ფარგლებში, შავი ზღვის ფსკერის დაგეგმილ კვლევასა და, ორმხრივი ინტერესების სტატუსის ფარგლებში, რუმინულ მხარესთან თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დელეგაცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ქვესადგურს „წყალტუბო 500“ ეწვია. დაათვალიერეს საქართველოს ენერგომომარაგებისთვის ერთ-ერთი საკვანძო ქვესადგური, რომლის მშენებლობა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის“ ფარგლებში განხორციელდა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვესადგურის „წყალტუბო 500“ მშენებლობა 2024 წლის დეკემბერში დაასრულა. პროექტის ფარგლებში, ასევე განხორციელდება 80 კილომეტრამდე სიგრძის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-წყალტუბო“ მშენებლობა, რომლის საშუალებით ქვესადგური „წყალტუბო 500“ დაუკავშირდება ქვესადგურს „ჯვარი 500“.

WB visit1.jpgWB visit2.jpgWB visit3.jpgWB visit4.jpgWB visit5.jpgWB visit6.jpgWB visit7.jpg

კომუნიკაცია