ახალი ამბები

2026-05-26 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ენერგეტიკის სექტორი თელავში მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო წარმოდგენილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ინგა ფხალაძემ და ვახტანგ ცინცაძემ, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და სხვა ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, პლატონ კალმახელიძესთან ერთად ქალაქის მთავარ მოედანზე დაათვალიერეს ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ინსტალაციები და დაესწრნენ საბავშვო, შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს.
17:10 საათზე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდა.

26 maisi 2026 12.jpg26 maisi 2026 9.jpg26 maisi 2026 3.jpg26 maisi 2026 1.jpg26 maisi 2026 4.jpg26 maisi 2026 10.jpg26 maisi 2026 6.jpg26 maisi 2026 7.jpg26 maisi 2026 5.jpg26 maisi 2026 8.jpg26 maisi 2026 21.jpg26 maisi 2026 2.jpg26 maisi 2026 11.jpg26 maisi 2026 13.jpg26 maisi 2026 14.jpg26 maisi 2026 15.jpg26 maisi 2026 16.jpg26 maisi 2026 17.jpg26 maisi 2026 18.jpg26 maisi 2026 19.jpg26 maisi 2026 20.jpg26 maisi 2026 22.jpg26 maisi 2026 23.jpg26 maisi 2026 24.jpg

კომუნიკაცია