2018-02-23
CAPE-ის ტრენინგი სსე-ში
19 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, სარელეო დაცვის პროგრამის (CAPE) ფუნქციური შესაძლებლობის დეტალური შესწავლის მიზნით, სსე-ს თანამშრომლებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს. ტრენინგს ამერიკული კომპანია Electrocon-ის სპეციალისტები ატარებენ.
პროგრამა CAPE მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც ანგარიშობს მოკლე შერთვის დენებს და იძლევა საშუალებას, შემოწმდეს რელეური დაცვების მოქმედება ავარიების დროს.
აღნიშნული პროგრამის საშუალებით, შესაძლებელი გახდება რელეური დაცვების მოქმედების გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ქვეყნის ენერგოსისტემის იმედიანობას და გაზრდის ელექტროენერგიის მიმოცვლის საიმედოობას.