ახალი ამბები

2018-06-14 

DIgSILENT-ის წარმომადგენლების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, გერმანული საკონსულტაციო კომპანიის DIgSILENT GmbH-ის და სსე-ის წარმომადგენლების ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს DIgSILENT GmbH-ის სპეციალისტების მიერ, განახლებადი ენერგიის წყაროების საქართველოს ენერგოსისტემაში ინტეგრაციის შესახებ მომზადებული კვლევის პირველადი შედეგების გაცნობა წარმოადგენდა.

სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობა, იმსჯელეს ქსელის წესებისა და იმ ტექნიკური მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ქარისა და მზის ელექტროსადგურებმა ენერგოსისტემის მდგრადი მუშაობის უზრუნველსაყოფად უნდა დააკმაყოფილონ.

სამუშაო შეხვედრების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ჩატარდა პრეზენტაცია კვლევის პირველადი შედეგების შესახებ.

კვლევა ცვალებადი გენერაციის მქონე, განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციის წილის განსაზღვრის მიზნით, სისტემის მდგრადობისა და საიმედოობის მოთხოვნების გათვალისწინებით ხორციელდება.

rsz_digsilent-is-warmomadgenlebis-viziti-2018-small.jpg

კომუნიკაცია