2018-02-09
DMCC-ის წარმომადგენლების ვიზიტი სსე-ში
8-9 თებერვალს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, „განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციის შესაძლებლობის შესწავლის პროექტი“-ის ფარგლებში, DMCC/Digsilent-ის კონსორციუმის კონსულტანტებისა და სსე-ის სპეციალისტების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, კონსორციუმის კონსულტანტის მიერ წარმოდგენილი იქნა ქსელის წესებში განახლებადი ენერგიის წყაროებისადმი წასაყენებელი მოთხოვნების შემუშავების მეთოდოლოგია. მხარეებმა განიხილეს განახლებადი ენერგიის წყაროების მიერ მოკლე შერთვის გატარების, სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობისა და ხელოვნური ინერციის უზრუნველყოფის შესაძლებლობის საკითხები.
აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, დადგინდება განახლებადი ენერგიის წყაროების ის მაქსიმალური მოცულობა, რომლის ინტეგრირებაც შესაძლებელი იქნება საქართველოს ენერგოსისტემაში.