ახალი ამბები

2018-06-01 

ღია კარის დღე ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

დღეს, 1 ივნისს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ღია კარის დღე ჩატარდა. ღონისძიებას დაესწრნენ ენერგეტიკის, ელექტრული ინჟინერიის და სხვა მონათესავე სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულები და დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.

ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ ზიბზიბაძემ სტუდენტებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა. დამსწრეებმა მოინახულეს ცენტრალური სადისპეტჩერო და მიიღეს სრული ინფორმაცია სასწავლო ცენტრში სტაჟირების პროცესისა და მიღების პირობების შესახებ.

სსე სასწავლო პროგრამას 2005 წლიდან ახორციელებს. ყოველწლიურად, სტაჟირებას დაახლოებით 20 სტუდენტი გადის, წარჩინებული სტუდენტები კი კომპანიაში საქმდებიან.

ghiakarisdghe-resizeimage-1.jpgghiakarisdghe-resizeimage-2.jpgghiakarisdghe-resizeimage 3.jpgghiakarisdghe-resizeimage 4.jpgghiakarisdghe-resizeimage 5.jpgghiakarisdghe-resizeimage 6.jpg

კომუნიკაცია