ახალი ამბები

2018-12-14 

ბულგარეთის ელექტროენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს სამუშაო ვიზიტით ბულგარეთის ელექტროენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის, „საქრუსენერგოს“, „ენერგოტრანსის“, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის წარმომადგენლები და საკონსულტაციო კომპანიის Blueberries GMBH და ნორვეგიული კომპანიის Nord Pool Consulting კონსულტანტები.
ვიზიტის მიზანს, ქართული მხარისთვის ევროპული, ელექტროენერგეტიკული ბაზრების გახსნის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. მონაწილე უწყებებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ბულგარეთის ენერგოსისტემის გამოწვევებს, როგორც ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის დაწყებამდე, ასევე უშუალოდ მისი ფორმირების პროცესში. მხარეებმა ასევე განიხილეს ბულგარეთსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობის სპეციფიკა და თანამედროვე სავაჭრო მექანიზმების გამოყენების პრაქტიკა.
ენერგეტიკული სფეროს რეფორმის ოპტიმალური დაგეგმარებისთვის, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია ბულგარელ კოლეგებთან დიალოგის პლატფორმის ჩამოყალიბება.

bulgareti1.jpgbulgareti2.jpg

კომუნიკაცია