2018-12-04
DIgSILENT-ის წარმომადგენლების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, გერმანული საკონსულტაციო კომპანიის DIgSILENT GmbH-ის, უკრაინული კომპანიის DMCC-ის და სსე-ის წარმომადგენლების შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს DIgSILENT GmbH-ის და DMCC-ის სპეციალისტების მიერ, განახლებადი ენერგიის წყაროების საქართველოს ენერგოსისტემაში ინტეგრაციის შესახებ მომზადებული კვლევის საბოლოო შედეგების გაცნობა წარმოადგენდა.
სამუშაო შეხვედრებზე, მხარეებმა შეაჯამეს პროექტის მიმდინარეობა და ტექნიკური გაანგარიშებების შედეგები. ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა პრეზენტაცია კვლევის შედეგების შესახებ.
კვლევა განხორციელდა ცვალებადი გენერაციის მქონე, განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელის წესების ტექნიკური პარამეტრების დაზუსტებისთვის და ინტეგრაციის წილის განსაზღვრის მიზნით, სისტემის მდგრადობისა და საიმედოობის მოთხოვნების გათვალისწინებით.