2019-02-04
ელექტროგადამცემ ხაზზე „იფარი-მესტია“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ „მესტიაჭალა-1“ და „მესტიაჭალა-2“-ის ელექტროგადამცემ ქსელთან მიერთების პროექტის ფარგლებში, სვანეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ელექტროგადამცემ ხაზზე „იფარი-მესტია“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტი ითვალისწინებს 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „იფარი-მესტიას“ შეჭრას ქვესადგურში „კახარი-110“ და აღნიშნული ქვესადგურის დაკავშირებას ქ/ს „მესტია-35“-თან.
პროექტის დასრულება დაგეგმილია 2019 წლის აპრილში. შედეგად, ქვეყნის ენერგოსისტემას დაემატება 50 მგვტ სიმძლავრე.