ახალი ამბები

2018-02-21 

ეგხ „სათაფლია-1,2“-ზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი დამონტაჟდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ ელექტროგადამცემ ხაზზე „სათაფლია-1,2“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის სამონტაჟო სამუშაოები განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა 20 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რითაც გაუმჯობესდა მართვის პროცესი, გაიზარდა ენერგოუსაფრთხოება და ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გადამცემი ქსელი კიდევ უფრო საიმედო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდა.

2018 წლის ბოლომდე, სადისპეტჩერო ცენტრს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირით დაუკავშირდება ,,გუმათი“-ს ჰიდროელექტროსადგურები და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს შესაძლებლობა მიეცემა, ჰიდროელექტროსადგურების მდგომარეობაზე ინფორმაცია რეალურ დროში მიიღოს.

Sataplia-4.jpgSataplia-3.jpgSataplia-2.jpgSataplia-5.jpg

კომუნიკაცია