ახალი ამბები

2018-09-06 

ელექტროენერგიის ბაზრის დანერგვის პროექტის განხილვა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ში

3-6 სექტემბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, საკონსულტაციო კომპანიების Nord Pool Consulting და Blueberries GMBH, სსე-ის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრები გაიმართა. აღნიშნული კომპანიები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ საკონსულტაციო მომსახურებასა და დახმარებას უწევენ ელექტროენერგიის თანამედროვე ევროპული ბაზრების ჩამოყალიბებაში.

შეხვედრების მიზანს ელექტროენერგიის ბაზრის დანერგვის პროექტის განხილვა წარმოადგენდა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2019 წლიდან ამოქმედდება და ერთი დღით ადრე, საათობრივი ბაზრისა და საბალანსო მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს იმ უცხოური კომპანიების წარმომადგენლებმაც, რომლებიც სსე-ს საბალანსო ბაზრის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდიან.

„ელექტროენერგიის თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ენერგეტიკული ბაზრების დანერგვა, წარმოადგენს იმ რეფორმის ნაწილს, რომელიც საქართველომ ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების თანახმად უნდა განახორციელოს. პროექტის განხორციელებით, შესაძლებელი გახდება მეტი ინვესტიციის მოზიდვა ენერგეტიკის დარგში, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი გახდება უფრო გამჭვირვალე, დაინერგება ევროპული მოდელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული მდგრადობისთვის“ - განაცხადა შეხვედრის დასასრულს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.

rsz_nordpoolbig_1.jpgrsz_nordpoolbig_2.jpgrsz_nordpoolbig_3.jpgrsz_nordpoolbig_4.jpgrsz_nordpoolbig_5.jpgrsz_nordpoolbig_6.jpgrsz_nordpoolbig_7.jpg

კომუნიკაცია