ახალი ამბები

2022-12-22 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ უკრაინის მხარდასაჭერად 25 ცალი გენერატორი შეიძინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ უკრაინის მხარდასაჭერად 25 ცალი მაღალი სიმძლავრის გენერატორი შეიძინა. ყველა გენერეტორი არის სამრეწველო დანიშნულების. მათი საშუალებით შესაძლებელია, საგანგებო რეჟიმში იმუშაონ საავადმყოფოებმა, კვებისა და სხვა სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტებმა.
საქართველოს მთავრობამ უკრაინისთვის გენერატორების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება 9 დეკემბერს მიიღო. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ შეძენილი გენერატორების საერთო ღირებულებამ 1,5 მლნ ლარი შეადგინა.
გენერატორების დატვირთვის პროცესს დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრიი კასიანოვი და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი.

Generators33.jpgGenerators11.jpgGenerators22.jpgGenerators44.jpg

კომუნიკაცია