2018-09-10
ენერგეტიკოსთა დღე
10 სექტემბერს, ენერგეტიკოსთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლები, რომლებსაც კომპანიის საქმიანობასა და ენერგეტიკის დარგის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს, საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. საქართველოს ელექტროენერგეტიკის დამსახურებული მუშაკის წოდება მიენიჭათ: ვლადიმერ ხოხობაშვილს, რომან გვილიას და ბორის ჭითანავას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და დარგობრივი პროფკავშირის ერთობლივი საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ: ელიზბარ ცოცანიძე, სერგი ცერცვაძე და კახაბერ ადუაშვილი. პროფესიული კავშირის საპატიო სიგელი გადაეცათ: ეკა ხომერიკს, ნანა უკლებას და მარეხ ბუწურაძე.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ულოცავს ყველა ენერგეტიკოსს პროფესიულ დღეს!