ახალი ამბები

2018-11-16 

გერმანიის ელჩის ვიზიტი ქვესადგურში „ახალციხე-500“

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) წარმომადგენლები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ ქვესადგურს „ახალციხე-500“ ესტუმრნენ.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალციხის ქვესადგურისა და მუდმივი დენის ჩანართის მშენებლობა „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის“ ფარგლებში, 2010-2013 წლებში მიმდინარეობდა, და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, მის ფინანსურ მხარდაჭერას გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც ახორციელებდა. პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს საშუალება მიეცა, აწარმოოს ელექტროენერგიის ექსპორტი და ტრანზიტი თურქეთში, ასევე თურქეთის გავლით, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის და აზიის ქვეყნების ბაზარზე.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აქტიურად თანამშრომლობს ევროპის უმსხვილეს საფინანსო ორგანიზაციებთან. მათთან თანამშრომლობის შედეგად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში არაერთი, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

germaniis elchi 3.jpggermaniis elchi2.jpggermaniis elchi.jpggermaniis elchi5.jpggermaniis elchi4.jpg

კომუნიკაცია