ახალი ამბები

2018-10-30 

ინგლისური ენის სახელმძღვანელო ენერგეტიკოსებისთვის

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, ახალი სახელმძღვანელოსა და სასწავლო კურსის „ინგლისური ენერგეტიკოსებისთვის“ წარდგენა გაიმართა. წიგნი ავტორმა - სსე-ს ინგლისური ენის ტრენერმა მაია ლოლაშვილმა წარადგინა.

სახელმძღვანელო ერთადერთია ქართულ ენერგეტიკულ სივრცეში და ის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებისთვის, პროფესიულ ინგლისურზე დიდი მოთხოვნის გამო შეიქმნა. ხუთთვიანი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული თავისუფლად შეძლებს დაამყაროს წერითი და ზეპირი კომუნიკაცია უცხოელ კოლეგებთან, მოიძიოს და გააანალიზოს პროფესიული ინგლისურენოვანი ინფორმაცია.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ სისტემატურად ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული.

inglisuri energetikosebistvis1 small.jpginglisuri energetikosebistvis2 small.jpginglisuri energetikosebistvis3 small.jpg

კომუნიკაცია