2018-10-01
სულხან ზუმბურიძე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალური პროექტების ქვედანაყოფს ესტუმრა
მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალური პროექტების მიმართულების სტრუქტურულ ქვედანაყოფს ესტუმრა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
იმის გათვალისწინებით, რომ სსე-ში ბევრი, ქვეყნისთვის საჭირო პროექტი მიმდინარეობს, ვითარდება შიდა ქსელი, სამომავლოდ კი დაგეგმილია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში ერთმანეთისგან გაიმიჯნა გადამცემ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული და კაპიტალური პროექტები, რაც სამომავლოდ მკვეთრად გაზრდის მართვის ეფექტიანობის ხარისხს.