2018-03-27
კომპანია „ინფორმაციული ტექნოლოგიების“ დირექტორის ვიზიტი სსე-ში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისს კომპანია „ინფორმაციული ტექნოლოგიების“ დირექტორი ანდრეი შოპინი ესტუმრა.
აღნიშნული კომპანიის მიერ სსე-ში დანერგილია განაცხადების პროგრამა, რომელიც გამოიყენება ცენტრალურ სადისპეტჩეროში ენერგოობიექტებიდან შემოსული ინფორმაციის განხილვისა და მონიტორინგისათვის. ვიზიტის მიზანს განაცხადების პროგრამის უშუალო მომხმარებლების კმაყოფილების კვლევა და სამომავლო პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.