2018-08-24
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მრავალშვილიან თანამშრომლებს „ბიბლუსის" ბარათები გადაეცათ
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სსე-ს მრავალშვილიან თანამშრომლებს, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი, „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ბარათები გადასცა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი განათლებული თაობაა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" მსგავს აქტივობებს მომავალშიც გააგრძელებს. ვიმედოვნებთ, მრავალშვილიან თანამშრომელთა რიცხვი ჩვენს კომპანიაში კიდევ უფრო გაიზრდება,"- განაცხადა სსე-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.