ახალი ამბები

2019-05-30 

პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამის შესწავლის ტრენინგები

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, კონსულტანტი კომპანიის მიერ სსე-ს თანამშრომლებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამის (WASP IV) შესწავლის ტრენინგები დასრულდა.

სატრენინგო მომსახურების ფარგლებში, განხორციელდა გენერაციის გაფართოების დაგეგმვისა და ჰიდრო-სისტემის ოპტიმიზაციის პროგრამის ( Valoragua ) ინტეგრაცია და საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მრავალწლიანი მოხმარება-მიწოდების ბალანსების ანალიზი. ასევე დადგინდა მისი გავლენა იმპორტ/ექსპორტისა და გენერაციის საშუალო ღირებულებაზე. დამატებით, გამოკვლეულ იქნა მიღებული შედეგები და დასკვნები პროგრამა PSS/E-ის საშუალებით.

WASP IV პროგრამა განსაზღვრული შეზღუდვების პირობებში, გენერაციის სისტემის გაფართოების ეკონომიკურად ოპტიმალური მოდელის განსასაზღვრად გამოიყენება და სსე-ს მიერ ენერგოსისტემის მუშაობის 30 წლამდე დაგეგმარებისთვის, გენერაციის ობიექტების ექსპლოატაციაში შეყვანისა და საჭირო ქსელური ინფრასტრუქტურის განსასაზღვად იქნება დანერგილი. პროგრამა საშუალებას იძლევა დაიგეგმოს სადგურების მშენებლობის ოპტიმალური დრო, განისაზღვროს გენერაციის მოცულობა, წარმოების ხარჯები და საწვავის მოხმარების მოცულობა.

Wasp1 small.jpgWasp3 small.jpgWasp4 small.jpgWasp5 small.jpg

კომუნიკაცია