ახალი ამბები

2018-02-06 

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი სსე-ში

დღეს, 6 თებერვალს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) და სსე-ს წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის გასატარებლად საჭირო ღონისძიებების პოლიტიკის შეფასება. იმის გათვალისწინებით, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის საკვანძო მონაწილეა, საფრანგეთის განვითარების სააგენტო დაინტერესებულია სსე-ს ხედვით აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით, თუ რა პოტენციური სარგებელი და სირთულეებია მოსალოდნელი რეფორმის გატარების შემთხვევაში და რა ზეგავლენას მოახდენს მისი განხორციელება ელექტროგადამცემ სექტორზე.

ბაზრის რეფორმისა და ენერგოეფექტურობის პროექტების იდენტიფიკაციისა და შერჩევის შემთხვევაში, პროექტები ერთობლივად დაფინანსდება AFD-სა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) მხრიდან.

French-Development-Agency-Visits-GSE-1-small.jpgFrench-Development-Agency-Visits-GSE-2-small.jpg

კომუნიკაცია