2018-05-25
სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სამიტი
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ, სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სამიტში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება გახსნა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სამიტში ქართული მხარის გარდა, მონაწილეობდნენ აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ფორუმზე განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები, რეგიონული ენერგეტიკული კავშირების გაუმჯობესებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების შესაძლებლობები.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ სამიტზე ისაუბრა რეგიონული ბაზრის განვითარების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე და რეგიონში ელექტროენერგიით ვაჭრობით ზრდის უზრუნველსაყოფად სამომავლოდ განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე