2018-03-20
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ქვესადგურში „ზესტაფონი-500“ ახალი რეაქტორი დამონტაჟდა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ძალოვანი ტრანსფორმატორების და რეაქტორების პარკს 3 ახალი, 500 კილოვოლტიანი, რეგულირებადი მართვის რეაქტორი შეემატა, რომლებიც რეაქტიული ტვირთის რეგულირებას ქვესადგურში „ზესტაფონი-500“ ავტომატურ რეჟიმში განახორციელებენ.
პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის ძაბვის პარამეტრების ხარისხი, გაიზრდება ქსელის საიმედოობა და რეგულირებადი გახდება 500კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზებზე წარმოქმნილი რეაქტიული სიმძლავრე.

