ახალი ამბები

2019-06-28 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრს კურსდამთავრებულთა ახალი ნაკადი ჰყავს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრის ინჟინერთა სწავლება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი კიდევ ერთმა ჯგუფმა დაასრულა, რომელსაც პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები ერთი წლის განმავლობაში უტარდებოდა.

სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა გადასცა, რომელიც სტუდენტებს ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში ახალგაზრდა თაობის როლსა და კომპანიაში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე ესაუბრა.

პროგრამა, რომელიც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ 2005 წლიდან ხორციელდება, ყოველგვარი ფინანსური სარგებელის გარეშე, საშუალებას აძლევს მომავალ ენერგეტიკოსებს, ფეხი აუწყონ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და ერთ-ერთ მოწინავე ენერგეტიკულ კომპანიაში დასაქმდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში, სწავლება-გადამზადების კურსი 270 სტუდენტმა გაიარა, საიდანაც 80%-ზე მეტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომელია. წელსაც, 15-ვე კურსდამთავრებული სსე-ის სხვადასხვა რეგიონულ ქსელში, დეპარტამენტსა და ქვესადგურში დასაქმდება.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრი სწავლება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გასავლელად სტუდენტთა ახალ ნაკადს 2019 წლის შემოდგომაზე მიიღებს.

certificats 5JPG.jpgcertificats 3JPG.jpgcertificats 4JPG.jpgcertificats 6JPG.jpgcertificats 2JPG.jpgcertificats 7JPG.jpgcertificats 8JPG.jpgcertificats 9JPG.jpgcertificats 10JPG.jpgcertificats 1.jpg

კომუნიკაცია