ახალი ამბები

2019-02-25 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში SCADA-ს განახლების პროექტი მიმდინარეობს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, სსე-ს თანამშრომლებისა და კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრების მიზანს დისპეტჩერული მართვისა და მონაცემთა შეგროვების სისტემის პროგრამის (SCADA) განახლების პროექტის დიზაინის ფაზის ფუნქციონალური სპეციფიკაციების განხილვა, პროექტის მიმდინარეობის სტატუსის შეფასება და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა წარმოადგენდა.

SCADA-ს განახლების პროექტი, მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და დისტანციური მართვის პროცესების დახვეწას და ამ მიმართულებით განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლას გულისხმობს. პროგრამის განახლების შედეგად, შესაძლებელი გახდება მეტი მოცულობის ინფორმაციის მიმოცვლა და ეფექტური დისპეტჩირების უზრუნველყოფა.

rsz_52659799_1081139332072942_8063007727586115584_o.jpgrsz_52713782_1081139348739607_700062167256268800_o111

კომუნიკაცია