2022-12-26
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-ში მორიგი სასისტემო ავარიული ვარჯიში ჩატარდა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში საქართველოში მოქმედი ენერგოკომპანიების მორიგი ერთობლივი სასისტემო ავარიული ვარჯიში ჩატარდა.
სწავლების პროცესში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „თელასის“, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „გარდაბნის თბოსადგურის“, „ვარციხე 2005“-ის, "გარდაბნის თბოსადგური- 2"-ის და სხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების დისპეტჩერებმა და მორიგე-ოპერატიულმა პერსონალმა იმიტირებული სასისტემო ავარია წარმატებით აღმოფხვრეს.
ავარიული ვარჯიში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში ყოველკვარტალურად ტარდება და ენერგეტიკული ორგანიზაციების პერსონალის კოორდინირებული მუშაობის უნარების გამომუშავებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.