ახალი ამბები

2018-02-14 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ USAID-ის ახალი ენერგეტიკული პროგრამის წარდგენის ღონისძიებას უმასპინძლა

დღეს, 14 თებერვალს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული პროგრამის (UEP) წარდგენის ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება გახსნა სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ. სიტყვით გამოვიდნენ: პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის მენეჯერი ჯეიკ დელფია.

„მინდა მადლობა გადავუხადო USAID-ს და ამერიკის მთავრობას საქართველოს ენერგეტიკისა და ჩვენი კომპანიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული და ორგანიზაციული პროექტი დასრულდა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება, რომლის მიზანსაც ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება წარმოადგენს,“ - განაცხადა სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ. შეხვედრის დასასრულს, სულხან ზუმბურიძემ სტუმრებს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული მართვის ფარი დაათვალიერებინა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე.

USAID-ის ენერგეტიკული პროგრამა (UEP) 7.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარების მხარდაჭერას, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარებას, ენერგოინვესტიციების ოპტიმიზაციას, განახლებადი ენერგიების ქსელში ინტეგრაციას და საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული საკონსულტაციო დახმარების გაწევას ენერგოუსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით.

USAID-is-axali-programis-wardgineba-sse-shi-1.jpgUSAID-is-axali-programis-wardgineba-sse-shi-2.jpgUSAID-is-axali-programis-wardgineba-sse-shi-3.jpgUSAID-is-axali-programis-wardgineba-sse-shi-4.jpgUSAID-is-axali-programis-wardgineba-sse-shi-5.jpgUSAID-is-axali-programis-wardgineba-sse-shi-6.jpgUSAID-is-axali-programis-wardgineba-sse-shi-7.jpgUSAID-is-axali-programis-wardgineba-sse-shi-8.jpg

კომუნიკაცია