ახალი ამბები

2018-09-20 

სულხან ზუმბურიძე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებს შეხვდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ სსე-ს თანამშრომლებს სამომავლო გეგმები და პროექტები გააცნო.

მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში ერთმანეთისგან გაიმიჯნა გადამცემ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული, მიმდინარე საქმიანობისა და სამშენებლო პროექტები.

„ეს არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ჩვენი კომპანია არ იდგეს ერთ ადგილას და მუდმივად ვითარდებოდეს, რაც პირველ რიგში, ქართული ენერგეტიკის განვითარებისთვის არის აუცილებელი“ - განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.

tanamshromlebi1.jpgtanamshromlebi2.jpgtanamshromlebi3.jpgtanamshromlebi4.jpgtanamshromlebi5.jpgtanamshromlebi6.jpg

კომუნიკაცია