2018-09-19
სულხან ზუმბურიძე კომპანია ELIA GRID INTERNATIONAL-ის წარმომადგენლებს შეხვდა
დღეს, 19 სექტემბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, საკონსულტაციო კომპანია Elia Grid International-ის და სსე-ს წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
Elia Grid International-ი უმსხვილესი გერმანული კომპანიაა, რომელსაც საერთაშორისო პროექტების მართვის მხრივ, როგორც ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების, ასევე მათი მონიტორინგისა და ხარისხის კონტროლის საკითხებში, დიდი საკონსულტაციო გამოცდილება აქვს. განვითარების ათწლიანი გეგმის თანახმად, სსე-ში დაგეგმილია მასშტაბური საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტები.
სწორედ ამ პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გეგმავს დანერგოს მსოფლიოს თანამედროვე პრაქტიკებზე დაფუძნებული მიდგომები, რაც პროექტების განხორციელების პროცესს გახდის უფრო მოქნილს და ეფექტიანს.